ირაკლი კობახიძე – ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს


ავტორი
Front News საქართველო
ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მას კითხვა დაუსვეს PACE-ეს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რაზეც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი რეზოლუცია ნაკლებად საინტერესოა.
“თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება PACE-ში ჩვენი საქმიანობის შეჩერების თაობაზე, გამომდინარე იმ აბსოლუტურად არასწორი მიდგომიდან, რომლითაც ძველი რეზოლუცია დამტკიცდა. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს. ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მოხდა, მიუხედავად უცხოური ჩარევისა ჩვენს არჩევნებში. თავის დროზე ევროკავშირის ელჩი პირდაპირ აკეთებდა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განცხადებებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს იყო პირდაპირი და უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში. ანალოგიურად, სხვა ჩინოვნიკები, ევროპელი, ამერიკელი ჩინოვნიკები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში. ჩვენ ყველა ერთად დავამარცხეთ ამ არჩევნებში, ჩვენ არა, პირველ რიგში ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც დაამარცხა ყველა ის ძალა, რომელიც ცდილობდა, დაპირისპირებოდა ჩვენს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ მათი ჩარევის მიუხედავად საქართველოში გაიმარჯვა საღმა აზრმა, გაიმარჯვა საზოგადოების მტკიცე ნებამ და ქვეყანა აგრძელებს სწორი მიმართულებით განვითარებას. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს