ირაკლი კობახიძე – ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას


ავტორი
Front News საქართველო
ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მას აქვს ობიექტური შეფასება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯეფრი საქსი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
“ჯეფრი საქსი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი გზავნილებიც – ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს

ირაკლი კობახიძე – საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი

ირაკლი კობახიძე – გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური, ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი