Logo

ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა

პოლიტიკა
52
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებზეც იდგა ევროპა დაახლოებით 70 წლის განმავლობაში.

"ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება ჩვენს ამოცანად, მათ შორის ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანად. ასევე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩვენ ჩავწერეთ ეს ნორმა, დებულება ევროინტეგრაციის თაობაზე კონსტიტუციაში 2017 წელს. კიდევ ერთხელ, ეს რჩება ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. იმედი გვაქვს, რომ მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ის ტრადიციული ღირებულებები, რომლებზეც იდგა ევროპა დაახლოებით 70 წლის განმავლობაში და იმედი გვაქვს, რომ ის ტენდენციები, უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ვითარდება ევროკავშირში, შებრუნდება დადებითისკენ. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები