ირაკლი კობახიძე - რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, პირნათლად შესრულდება, შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას

ავტორი
Front News საქართველო
რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას.
"მთავარი მიზანია დანაშაულის გამოვლენა, კორუფციასთან ბრძოლა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დანარჩენი ინტერპრეტაციებია. თუ აქ იყო ვინმეს ზურგი, დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. რაც შეეხება კორუფციას, კორუფცია არის ნებისმიერ სახელმწიფოში. ფინეთშიც კი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქაც კი არის კორუფცია. რა დაპირებაც გაიცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ორი წლის წინ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ის პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და ამ პირობის შესრულებაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, მთავარი პირობა, რასაც გაძლებთ, არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. მე შემიძლია მივმართო ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, არაპოლიტიკოსს, ნებისმიერს, ამოიღონ წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოცემული ნებისმიერი აქტი, ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ ნახავენ ერთ კორუფციის ნიშანს მაინც, რომელიმე აქტში, მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


