
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელენე ხოშტარია, რომელიც ნამდვილად შიმშილობდა, დღეს თავს კარგად გრძნობს, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც უშიმშილია, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მთელი ცხოვრება უნდა უმკურნალოს.
“ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა. თავის დროს, როდესაც მან შიმშილობა დაასრულა, უფრო რთული მდგომარეობა ჰქონდა, ვიდრე – მიხეილ სააკაშვილს. უკვე ლამის ერთი თვეა, გასული და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან – მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც, რეალურად, არც შიმშილობდა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება, გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს აშკარად დისკრიმინაციული მიდგომაა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს