ირაკლი კობახიძე - როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება, საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის

ავტორი
Frontnews საქართველო
თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის საპროცესო გარიგებას შეეხებოდა.
მისი თქმით, საპროცესო გარიგება არ ნიშნავს ბრალის შემცირებას.
"საპროცესო გარიგების ბუნება ასეთია - როდესაც იდება საპროცესო გარიგება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალი მცირდება. ბრალი არის ბრალი. უბრალოდ თანამშრომლობა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საპროცესო გარიგების დადება არის საფუძველი სასჯელის შემსუბუქებისთვის, არა - ბრალის გაქარწყლებისთვის, ან განეიტრალებისთვის რაიმე ფორმით, არამედ სასჯელის შემცირებისთვის და ეს არის ზუსტად საპროცესო გარიგების ბუნება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




