Logo

ირაკლი კობახიძე - როგორც ოპოზიცია და მათი აქტივისტები გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

პოლიტიკა
72
Frontnews
ირაკლი კობახიძე - როგორც ოპოზიცია და მათი აქტივისტები გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

პოლიტიკური მოვლენები დინამიურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში, ამაში თეორიულადაც ვერ იქნება ვერაფერი წინააღმდეგობაში სამართლებრივ სტანდარტებთან.

"რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, რომ ავიღოთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც სრულიად სამარცხვინოდ უწოდეს რუსული კანონი, ეს კანონი ითვალისწინებდა ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციების წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ საკუთარი ფინანსური ანგარიშები იუსტიციის სამინისტროში, ამაში თეორიულადაც ვერ იქნება ვერაფერი წინააღმდეგობაში სამართლებრივ სტანდარტებთან. თუმცა მაშინ სამარცხვინოდ იტყუებოდნენ მაშინდელი ამერიკის ელჩი, მაშინდელი ევროკავშირის ელჩი, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები და სრულიად სამარცხვინოდ, ამ ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვან კანონს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მისცა იმის შესაძლებლობა, რომ დაეცვა სუვერენიტეტი, უწოდეს რუსული კანონი. ეს იყო სრულიად სამარცხვინო ტყუილზე დაფუძნებული კამპანია. ახლა, როდესაც საუბარია ამ კანონზე, ჩვენ ველოდებით არგუმენტების წარმოდგენას. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, გაურბიან დიალოგს ამ კანონთან, სხვა კანონებთან და სხვა თემებთან დაკავშირებით. როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები