Logo

ირაკლი კობახიძე - რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი

პოლიტიკა
91
Frontnews
ირაკლი კობახიძე - რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი

რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წინასწარი პროგნოზით წელს რეკორდული მოსავალი იქნება.

"წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები