Logo

ირაკლი კობახიძე - საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი გზებზე

პოლიტიკა
22
ირაკლი კობახიძე - საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი გზებზე

ვითარდება წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას ეხებოდა.

"ზოგადად, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის. აქ  სტატისტიკის კუთხით არის არც თუ სახარბიელო მაჩვენებლები, მათ შორის გზებზე  სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აქაც, ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ვითარდება წლიდან წლამდე საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბევრად უფრო ავამაღლოთ უსაფრთხოების ხარისხი საქართველოს გზებზე.  ამას სჭირდება თანმიმდევრული მიდგომა და ამისათვის შეიქმნა საშუალოვადიანი, სტრატეგიული დოკუმენტი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სტრატეგია გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები