Logo

ირაკლი კობახიძე საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო

პოლიტიკა
105
Frontnews
ირაკლი კობახიძე საქართველო-პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა, რომელიც "თბილისი არენაზე" გაიმართა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 92:78 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე ქართველ კალათბურთელებს შეხვდა, მათ გამარჯვება მიულოცა და შემდგომ შეხვედრებში წარმატებები უსურვა.

“სასწაული მოახდინეთ. ეს თითოეული თქვენგანის გმირობის შედეგია. განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს, ტრენერს, თითოეულ თქვენგანს. გილოცავთ და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები