Logo

ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

პოლიტიკა
56
Frontnews
ირაკლი კობახიძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროს გაფორმებული შეთანხმებების სტრატეგიულ მნიშვნელობას. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები