ირაკლი კობახიძე - საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება

ავტორი
Frontnews საქართველო
საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. ერთადერთი კონკურენტი პარტია იყო და შესაბამისად, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება. ჩემი მონაცემებითაც დაახლოებით 90%, ცოტა მეტი არის მხარდაჭერა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებს ეხებოდა და აღნიშნა, რომ "ლელოსთან“ კონკურენციაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.
"ესეც გამოხატულებაა, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას. ეს პოლიტიკური ძალები ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ ესაუბრებიან გარე ძალებს. ქართველ ხალხს ამაზე აქვს, ბუნებრივია, ადეკვატური და აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




