Logo

ირაკლი კობახიძე – სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ჩემი გადადგომის თემას, მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი

პოლიტიკა
399
Frontnews
ირაკლი კობახიძე – სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ჩემი გადადგომის თემას, მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი

სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას.

მისი თქმით, პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე არანაირ საკადრო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.

"სამთვიანი ციკლებით ატრიალებენ ხოლმე ამ თემას. მერამდენე სამი თვე გავიდა, არ ვიცი. ხელოვნურად ქმნიან დღის წესრიგს. ერთადერთი საკადრო საკითხი იყო დღეს განხილული,  პოლიტსაბჭო გაფართოვდა ორი წევრით. სხვა არცერთი საკადრო საკითხი არ განხილულა“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები