Logo

ირაკლი კობახიძე - საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით და ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები

პოლიტიკა
158
Frontnews
ირაკლი კობახიძე - საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით და ჩვენს შემთხვევაში იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები

საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლის წახალისებას ცდილობდნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე კითხვები დაისვას შესაბამისი ადრესატების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლა და აქ იყვნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხაროა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა შესაბამისი პირი და მთელი კამპანია იყო ჩართული მოლოტოვის კოქტეილის სასარგებლოდ. გახსოვთ, ევროპული დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები, რომლებიც შესაბამის კამპანიას აწარმოებდნენ, ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. რას ვხედავთ საფრანგეთში - საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო სახეს და ეს აჩვენებს ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის, იგივე უცხოური აგენტურის სახეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები