Logo

ირაკლი კობახიძე - საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე

პოლიტიკა
219
Frontnews
ირაკლი კობახიძე - საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე

აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს, ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა გამოთქვამდა ხშირად წუხილს იმის გამო, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით.

"ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ახლა ზღვარი არის 85 დეციბალი, თუმცა მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად, მათ შორის შესაბამის ფედერაციასთან, იქიდან მხრიდან ინიციატივა არის 100 დეციბალზე ზღვრის გავლება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ვფიქრობთ, რომ იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად, ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს: ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა ინტერესები და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ, საუბარია 85-დან 100 დეციბალამდე ზღვრის აწევაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები