Logo

ირაკლი კობახიძე – შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, მაგრამ იძულება იყო გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც

პოლიტიკა
16.04.2025 / 22:55
Frontnews image description

შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშობლო არ უნდა გაეყიდა.

“ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“ – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება, ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო იგივე გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც.

<p>შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, რადგან, შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ იყო სხვა მოლოდინები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.</p>
<p>მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იყო ემიგრანტების შთამომავალი, ჰქონდა დიპლომატიური წარსული, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია და მისი ბიოგრაფიით არსებობდა საფუძველი, რომ მას სამშობლო არ უნდა გაეყიდა.</p>
<p>“ბიოგრაფიას რომ გადახედო, თითქოს არსებობდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიმუმ სამშობლო არ უნდა გაეყიდა, მაგრამ რეალურად, როგორც კი მიანიჭეს კონკრეტული პრივილეგიები, მაშინვე პირდაპირ ქვეყანას უღალატა, სამშობლოს არა, არ აქვს მას სამშობლო, ყოველ შემთხვევაში, საქართველო არ არის მისი სამშობლო. მან უღალატა იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც გახდა“ – განაცხადა კობახიძემ.</p>
<p>ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეიძლება, ეწოდოს შეცდომა, მაგრამ იძულება იყო იგივე გახარიას გაპრემიერება და სხვა გადაწყვეტილებებიც, რომელიც მიღებული იყო გასული წლების განმავლობაში, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვებაც.</p>
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები