ირაკლი კობახიძე - სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი ვიზიტის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას და ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
"საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე", - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




