ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით, სომხეთის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის როლი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





