Logo

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს შეხვდა

პოლიტიკა
133
Frontnews
ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სომხეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

საუბარი შეეხო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და აღინიშნა, რომ რეგულარული დიალოგი ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები