Logo

ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
272
Frontnews
ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის  სამართალდამცავ სფეროში  არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ  პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთან და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების  გაღრმავების შესაძლებლობებს.

ასევე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები