Logo

ირაკლი კობახიძე - თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ეს არ მოსწონთ

პოლიტიკა
59
Frontnews
ირაკლი კობახიძე - თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ეს არ მოსწონთ

"გამჭვირვალობის კანონს“ ჰქონდა კონკრეტული ეფექტი, კონკრეტული  შედეგი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით პაველ ჰერჩინსკის განცხადებას შეეხებოდა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა არის ზუსტად რომ ევროპული სტანდარტი და ანალოგიურ კანონებს იღებენ ევროპის არაერთ ქვეყანაში.

"აქ საქმე ეხება რას - მარტივად, უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინონ დეკლარაციები კონკრეტულ უწყებაში. ამაზე მეტად ევროპული არ შეიძლება, რამე იყოს. აქაც ვერ შემოდიან ვერავითარ დისკუსიაში, უბრალოდ უხეშად უნდათ, რომ ჩვენ გავაუქმოთ ეს კანონი, ასე არ გამოვა. იცით, რომ ამ კანონს ჰქონდა კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ეფექტი და შედეგი არის ის, რომ თითქმის სრულად განეიტრალებულია უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ მოსწონთ, უცხოური აგენტურის განეიტრალება არ მოსწონთ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები