Logo

ირაკლი კობახიძე - ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან

პოლიტიკა
395
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან

ცინიკური თუ რამეა, ეს არის 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან. 7 ნოემბერს მშვიდობიანი იყო შეკრება, სრულიად მშვიდობიანი იყო შეკრება, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, კატასტროფული მოვლენა, რასაც მოჰყვა შემდეგ ტელევიზიის მაროდიორული მიტაცება.

“7 ნოემბერს რაც შეეხება: 7 ნოემბრის შეკრება იყო სრულიად მშვიდობიანი, მძინარე ხალხი წამოაყენეს დილაადრიან და მშვიდობიანი შეკრება დაარბიეს უმოწყალოდ - ეს ერთი. 7 ნოემბრის გაგრძელება და კულმინაცია იყო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა, კატასტროფული მოვლენა, რასაც მოჰყვა შემდეგ მაროდიორული მიტაცება ამ ტელევიზიის. და ცინიკური თუ რამეა, ეს არის სწორედ 28 ნოემბრის შედარება 7 ნოემბერთან, ეს არის მართლა ცინიკური”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები