ირაკლი კობახიძე - უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება

ავტორი
Frontnews საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარის განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა 15 ან თუნდაც 20 წელი დასჭირდეს.
მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ეჭვი ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკას, ამ ლოგიკას აქვს პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საფუძველიც.
"უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, ეს არის მაგალითად ტექნიკური ფინანსური მიზეზი. არის ბევრი სხვა მიზეზი, რაც მთავარია, არის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




