
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის კავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბარნა სჟიგმონდს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ევროკავშირის საქმეთა მინისტრის მოადგილემ მკაფიოდ დააფიქსირა უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბარნა სჟიგმონდს, საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს