
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ადვოკატები ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან.
“ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში“, – განაცხადა კობახიძემ.
მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მაქსიმუმ ხუთშაბათს გაიგზავნება.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს