ირაკლი კობახიძე - ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს.
"გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში.
გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




