მერცი გერმანიის კანცლერად აირჩიეს - ვინ იქნება მის გუნდში


ავტორი
Front News საქართველო
ბუნდესტაგმა გერმანიის ფედერალურ კანცლერად CDU/CSU ბლოკის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩია. ის ამ პოსტზე სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცს შეცვლის.
მას ხმა 325-მა ბუნდესტაგის დეპუტატმა მისცა, 289 წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ მერცი ბუნდესტაგმა მეორე ცდაზე აირჩია, რადგან პირველ ტურში ბლოკის კანდიდატმა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა - მან 310 ხმა მიიღო, ასარჩევად კი 316 ხმა სჭირდებოდა. ქვეყნის ომის შემდგომ ისტორიაში მსგავსი ინციდენტები არასდროს მომხდარა.
წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, ბუნდესტაგის სხდომა პარტიული კონსულტაციებისთვის შეწყდა. და უკვე მეორე ტურის დროს ბუნდესტაგის დეპუტატებმა მერცის გერმანიის კანცლერად დანიშვნას მისცეს ხმა (კენჭისყრა ფარულია).
ამრიგად, 69 წლის მერცი გერმანიის მეათე კანცლერი ხდება.
მერცის კანცლერად წარმატებით დანიშვნის შემდეგ, გერმანიის მთავრობის ახალი შემადგენლობაც უნდა დამტკიცდეს.
CDU/CSU ბლოკმა გამოაქვეყნა გერმანიის მთავრობის მომავალი მინისტრების სია:
სიის მიხედვით, ბორის პისტორიუსი თავის თანამდებობაზე რჩება.
პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბეილი ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი გახდება.
შრომის ახალი მინისტრი, სავარაუდოდ, ბუნდესტაგის ყოფილი ხელმძღვანელი, ბარბელ ბასი იქნება.
მშენებლობის მინისტრი - სოციალ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ყოფილი ვიცე-ლიდერი ვერენა ჰუბერცი.
კარსტენ შნაიდერი გარემოს დაცვის ახალი მინისტრი გახდება.
რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის განათლების ყოფილი მინისტრი სტეფანი ჰუბიგი - იუსტიციის მინისტრი.
ინტეგრაციისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კომისარი რემ ალაბალი-რადოვანი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს,
იოჰან ვადეფული - საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს,
ალექსანდრ დობრინდტი - შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ამრიგად, დღეს, კოალიციის დაშლიდან ექვსი თვის შემდეგ, გერმანიას ახალი მთავრობა ეყოლება.
თაგები:
ფრიდრიხ მერცი

ბადრი ჯაფარიძე – ვინ იქნება მინისტრი, ვინ იქნება დანიშნული პარლამენტის თავმჯდომარედ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა

“ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს “კრედიტ სუისსი”

არმაზ ახვლედიანი – ვინ არის ხარება ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი?