ირაკლი კობახიძემ ალი ასადოვთან და კახა კალაძესთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront გახსნა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თბილისში სასტუმრო ART Riverfront გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.
სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.
გახსნის ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




