ირაკლი კობახიძემ დუშეთის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ქალაქ დუშეთის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სკოლის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ მასწავლებლებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობისთვის პრიორიტეტია.
სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი და ლაბორატორიები.
სკოლას 600-მდე მოსწავლე და 46 მასწავლებელი ჰყავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 5,5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს