Logo

ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

პოლიტიკა
221
ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნულ რწმუნებულს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარების მინისტრ მამუკა მდინარაძესთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში  შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ლევან ზაუტაშვილს წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა რეგიონში მიმდინარე პროექტების ეფექტიანი განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

ლევან ზაუტაშვილი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები