Logo

ირაკლი კობახიძემ თელავში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

პოლიტიკა
206
Frontnews
ირაკლი კობახიძემ თელავში ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე განხორციელებულ სამუშაოს გაეცნო. განახლებული სკვერი მოიცავს როგორც რეკრეაციულ, ისე საზოგადოებრივ სივრცეებს.

მოეწყო შადრევნის და სარწყავი სისტემები, ასევე გამოიყო სივრცეები სავაჭრო და კვების ობიექტებისთვის. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, შემდეგ ეტაპზე, დაგეგმილია სკვერის მიმდებარედ საზოგადოებრივი და დასასვენებელი სივრცის მოწყობა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები