ირაკლი კობახიძემ ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ასევე გაიმართა პრემიერ-მინისტრისა და ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




