Logo

ირაკლი ლექვინაძე - სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა

საზოგადოება
480
Frontnews image description

სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო ფასების დინამიკა, დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები, ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, GCCA-ის მიზანია, გაარკვიოს, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა.

"მაგალითისთვის რომ ავიღოთ - ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ  ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Advertisement