ირაკლი მეზურნიშვილი - ქვეყანა ცდილობს განავითაროს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული სექტორი და შეამციროს სხვაობა მოთხოვნასა და შიდა წარმოებას შორის

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, როგორც შიდა ქსელში, ისე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუწყო რეგიონულ ვაჭრობას.
“ამ მიმართულებით ქვეყანა ცდილობს განავითაროს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული სექტორი და შეამციროს სხვაობა მოთხოვნასა და შიდა წარმოებას შორის.
დღეს საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია - საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაახლოებით 7.7 ევრო ცენტია, ხოლო მცირე ბიზნესისთვის დაახლოებით 11 ევრო ცენტი. ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, როგორც შიდა ქსელში, ისე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუწყო რეგიონულ ვაჭრობას.
სტატისტიკურად, 2016-2025 წლებში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ წლიურად 2.7%-ით იზრდება. 2025 წელს მოხმარება 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო წარმოებამ 13.98 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. იმპორტი მკვეთრად შემცირდა — 91%-ით, ხოლო ექსპორტი 86%-ით. დადგმული სიმძლავრე დღეს 4752 მეგავატს შეადგენს, სადაც ძირითადი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
განახლებადი ენერგიის წილი უკვე 20.2%-ია და 2030 წლისთვის 27.4%-მდე გაზრდა იგეგმება. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ათეულობით ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურის მშენებლობა", - განაცხადა მეზურნიშვილმა.
თაგები:
ირაკლი მეზურნიშვილი




