Logo

ირაკლი მეზურნიშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად

პოლიტიკა
116
Frontnews image description

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი, - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ენერგოსისტემასთან

“ევროპულ ბაზართან სრული ინტეგრაცია დამოკიდებულია ფიზიკურ კავშირზეც. ამ მხრივ გადამწყვეტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ენერგოსისტემასთან. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიარდი ევროა და მისი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. ეს პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები