ირაკლი ნადირაძე - 4 ოქტომბერს, 4 საათზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და თუ ვინმეს ხმა დადუმდება, ეს იქნება რუსული ოცნება


ავტორი
Front News საქართველო
“რუსმა ოლიგარქმა ბორია ივანიშვილმა ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია და ცდილობს მისი ხმა ჩაახშოს. ლევანი ციხეშია თავისი მართალი და მუხტიანი სიტყვის გამო, მაგრამ მისი ხმა ვერასოდეს გაჩუმდება. 4 ოქტომბერს, 4 საათზე ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ, თუ ვინმეს ხმა დადუმდება, ეს იქნება ბორია ივანიშვილი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
"შეშინებულმა და დამფრთხალმა რუსმა ოლიგარქმა ბორია ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ” მათივე ჟანდარმერიის მიერ აბსოლუტურად უკანონოდ, უსამართლოდ დაჭერილ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალა ყველანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ჩამოართვა მას ზარების უფლება, წერილების უფლება და მათი ჭკუით ცდილობენ ჩაახშონ ლევან ხაბეიშვილის ხმა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რუსმა ოლიგარქმა ლევან ხაბეიშვილი ციხეში ჩასვა თავისი სიტყვის გამო, თავისი მართალი სიტყვის გამო, გულწრფელი სიტყვის გამო, ემოციური, მუხტიანი, რევოლუციური სიტყვის გამო, იმის გამო, რომ ადამიანებს რწმენა გაუჩინა და ხალხო, ყველას კარგად გესმოდეთ, რომ ამით ლევან ხაბეიშვილის ხმას ვერ გააჩუმებენ, 4 ოქტომბერს, 4 საათზე ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და თუ ვინმეს ხმა გაჩუმდება, თუ ვინმეს ხმა დადუმდება, ეს იქნება ბორია ივანიშვილი და ეს იქნება რუსული ოცნება. ერთადერთი ხმა, რომელსაც 4-ში საღამოს გაიგებს ივანიშვილი ეს იქნება გამარჯვებული ქართველი ხალხის ხმა და ბოლოს აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ლევან ხაბეიშვილის დაჭერისას წარმოთქმული სიტყვები - თუ ერთ ადამიანს შეუძლია მშვიდობიანი რევოლუციის მოხდენა, თუ ერთი ადამიანის ასე ეშინია რუს ოლიგარქ ბორია ივანიშვილს, წარმოიდგინეთ როგორ ეშინიათ თქვენი, ასობით ათასი გაბრაზებული, პატრიოტი, მართალი, გულანთებული ქართველის, ამიტომ 4-ში პაატა ბურჭულაძესთან, საზოგადოება რუსთაველთან ერთად ვიკრიბებით ყველა ერთად და ერთხელ და სამუდამოდ დავადუმებთ რუსულ ოცნებას. გამარჯვება იქნება აუცილებლად ხალხში, ძალა არის ერთობაში და 4-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებისთვის”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს