Logo

ირაკლი ნადირაძე - ჩვენ ვიქნებით ასობით ათასი, ჩვენს გვერდით არიან ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები

პოლიტიკა
284
Frontnews image description

“განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო იმ ადამიანებისგან სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსმენა, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის ნასროლი ტყვიისთვის საკუთარი მკერდი შეეშვირა. 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე!” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ სამხედროების განცხადებაზე.

“განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო იმ ადამიანებისგან სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსმენა, ვინც თავისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე ყოველთვის მზად იყო, რომ საქართველოსთვის ნასროლი ტყვიისთვის საკუთარი მკერდი შეეშვირათ.

უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ვინც 4 ოქტომბერს იქნებიან რუსთაველზე, ჩვენ ვიქნებით ასობით ათასი, ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენს გვერდით არიან ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, პატრიოტი ბიჭები და ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მშვიდობიანად დავამარცხებთ რუს ოლიგარქ ივანიშვილს, ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. 4 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ამ მაგარ პატრიოტ ბიჭებთან”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement