Logo

ირაკლი ნადირაძე - ძალიან მალე ლევან ხაბეიშვილი იქნება თავისუფალი და ყველა, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, წარდგება სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე

პოლიტიკა
324
Frontnews image description

ლევან ხაბეიშვილის დაკავება ივანიშვილის შიშის შედეგია 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ. ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, წარდგება სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

"ფაქტია, რომ ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილით შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა დაიჭირა 4 ოქტომბრის მოახლოებულ ხალხმრავალ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის, ძალიან ეშინია დროშების რევოლუციის. ლევანი იყო ამ დიდი აქციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. არ სჭირდება ამას დიდი იურისტობა, რომ მიხვდე არანაირი ამ ბრალს საერთო არ აქვს არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, მით უმეტეს არც დანაშაულთან, ამიტომ ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, წარდგება სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

Advertisement