ირაკლი ნადირაძე - წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ, ბრალი უნდა წაუყენოთ ივანიშვილს


ავტორი
Front News საქართველო
წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალი ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰქონდეს წაყენებული.
"წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ივანიშვილი, მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა, ბრალი უნდა წაუყენოთ ივანიშვილს.
რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას, ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები თუ ვინმეს ჰყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის, ბატონო პროკურორები, ამ მუხლზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინას.
რაც შეეხება სტრატეგიული ობიექტების დაკავებას, ეს სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის ხალხს და იქ უნდა ისხდნენ ადამიანები, ვინც ხალხს ემსახურებიან. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შენობებში სხედან მიტაცებული ხელისუფლების გამო ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან, როგორ მოიპარონ და როგორ იცხოვრონ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე. სტრატეგიული ობიექტების დაკავებაზეც ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს. არსად დამალვას რომ არ ვაპირებ, ეს დაკავების დროსაც გამოჩნდა. არ ვაპირებ დამალვას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს