
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ნადირაძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე თავს დაესხნენ.
“ვემზადებოდი ჩასართავად ერთ-ერთ ტელევიზიაში. ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ვიყავი, მოვიდა პირდაპირ ვიტყვი სუსის ნასედკა, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, თავს დამესხა ფიზიკურად. ჭიდაობის დროს, როცა დავვარდით, აი რა ამოუვარდა ადამიანს. აი, რა უნდა დღეს რუს ოლიგარქს და რა უნდათ დღეს სუსის ნასედკებს.
თუ მათ ჰგონიათ, რომ აქ მყოფი ადამიანები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამო არიან მოსულები, ძალიან ცდებიან. ეს ხალხი იბრძვის თავიანთი ევროპული მომავლისთვის, სუს-ის ნასედკებით ვერ შეგვაშინებენ ვერავის.
როგორც ჩანს, უნდოდა ამ იარაღის გამოყენებაც, მაგრამ ვერ მოასწრო, წინააღმდეგობა გავუწიეთ. ივანიშვილი კუთხეშია მიმწვედული, არ შეგეშინდეთ, ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თაგები:
ირაკლი ნადირაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს