ირაკლი პაპიაშვილი – გიორგი ჩიკვაიძის პოზიცია არის ძალიან მტკიცე, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ჩიკვაიძის ანალიზის პასუხები არ იყო მთლად სახარბიელო, ამის გამო გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, ვარაუდობდნენ “ვივამედში” მის გადაყვანას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი პაპიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩიკვაიძეს გაცილებით მაღალტექნოლოგიური სამედიცინო საშუალებები სჭირდება.
“ჩიკვაიძის პოზიცია არის ძალიან მტკიცე, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას, რადგან იგი იბრძვის სიმართლის დასაცავად, რაც სასამართლოში ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ანალიზის პასუხები არ იყო მთლად სახარბიელო, ამის გამო გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, ვარაუდობდნენ “ვივამედში” მის გადაყვანას, რატომ არ გადაიყვანეს, არ ვიცი იმიტომ, რომ რეალურად, ექიმები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ტვინის უჯრედები დაზიანდა და ამის გამო ვეღარ გრძნობს მარცხენა ფეხს.
გიორგის სჭირდება გაცილებით მაღალტექნოლოგიური საშუალებები, რომ დადგინდეს, რის გამო დაემართა ეს”, – განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
თაგები:
ირაკლი პაპიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს