
ავტორი
Front News საქართველო
იმედს ვიტოვებ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება ის საკითხი, სადაც განსხვავებული პოზიციები ექნებათ მთავარ ოპოზიციურ აქტორებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გიორგი გახარიას გუნდს სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
“გიორგი გახარიას გუნდის განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათ, რა თქმა უნდა, აქვთ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს, თვითმმართველობის არჩევნების თემასთან დაკავშირებით.
იმედს ვიტოვებ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ იქნება ის საკითხი, სადაც განსხვავებული პოზიციები ექნებათ მთავარ ოპოზიციურ აქტორებს.
ამ მოცემულობაში, სადაც აღარ არსებობს საქართველოში არჩევნები, ვერანაირ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს