Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - დღეს მიხეილ სააკაშვილი საპროგრამო განცხადებას გააკეთებს, მას ექნება პროგრამული გამოსვლა

პოლიტიკა
381
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - დღეს მიხეილ სააკაშვილი საპროგრამო განცხადებას გააკეთებს, მას ექნება პროგრამული გამოსვლა

დღეს მიხეილ სააკაშვილი საპროგრამო განცხადებას გააკეთებს, მას ექნება პროგრამული გამოსვლა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას.

“მეგობრებო, დღეს მიხეილ სააკაშვილი საპროგრამო განცხადებას გააკეთებს, მას ექნება პროგრამული გამოსვლა. მიხეილ სააკაშვილი ხუთი წელი პატიმრობაში იმიტომ არ იმყოფება, რომ მანქურთებს დაუტოვოს ეს ქვეყანა, ის ნამდვილად აპირებს ქართველ ხალხთან ერთად აღმშენებლობის კიდევ ერთი ეპოქის შექმნას.

ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ცვლილებები და როგორ ხედავს ის პოლიტიკურ მდგომარეობას. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღემდე არის მთავარი ოპონენტი და მთავარი ალტერნატივა ივანიშვილის. ის ნამდვილად აპირებს, რომ ქართული პოლიტიკა არ დაუტოვოს ოლიგარქს საჯიჯგნად. ამიტომ მას აქვს კონკრეტული ხედვა როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჭაობიდან.

რაც შეეხება პირველ ოქტომბერს დაგეგმილ აქციას, ის გაიმართება 17:00 საათზე რიყის დოქებთან და მოვუწოდებთ მოსვლისკენ ყველას“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები