ირაკლი ფავლენიშვილი - ძალიან რთულია ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს თავისი გულწრფელი აზრის დაფიქსირება მოსთხოვო

ავტორი
Frontnews საქართველო
რეპრესიული გარემოს ფონზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა, ბევრი ადამიანი იტყუება და ამბობს, რომ სხვას უჭერს მხარს, ძალიან რთულია ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს თავისი გულწრფელი აზრის დაფიქსირება მოსთხოვო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა IRI-ს ოფიციალურ პოზიციას ელოდება.
"ძალიან რთულია ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს თავისი გულწრფელი აზრის დაფიქსირება მოსთხოვო, ამიტომაც საბოლოო ჯამში თავისუფალ არჩევნებში გამოჩნდება რას ფიქრობს ქართველი ხალხი. „ქართული ოცნება” ისტორიულ მაქსიმუმზე ვერანაირად ვერ იქნება, თავისი პოლიტიკის წყალობით, რადგან გარშემო ყველა გაანაწყენეს. მსგავსი კვლევები ასეთი რეპრესიული პოლიტიკის პირობებში არ გამოხატავენ ხოლმე საბოლოოდ იმას, რაც რეალურად ხდება. ასეთ პირობებში ისეთი ადამიანები გამოხატავენ აზრს, ვინც ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს და არ ეშინიათ, ან საჯარო სამსახურში ვინც არიან, ისინი ცვლიან ხოლმე საკუთარ პოზიციას და შიშის გამო ვერ ამბობენ, ვის უჭერენ მხარს. ამ ორგანიზაციის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, უბრალოდ რეპრესიული გარემოს ფონზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა, ბევრი ადამიანი იტყუება და ამბობს, რომ სხვას უჭერს მხარს, თუმცა საბოლოო ჯამში მე IRI-ს ოფიციალურ პოზიციას ველოდები, რადგან ჩვენ ამ კვლევის შესახებ საჯარო წყაროებიდან გავიგეთ”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი




