Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს

პოლიტიკა
71
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს

ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 

"ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პატრიოტები, ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმავე დროს და ერთ დროს დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ.

ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 2 წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამ დროს ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და მკაფიო ნიშნებია იმის, რომ ტყდება ივანიშვილის რეჟიმი, ერთმანეთი დაასმინეს, ერთმანეთი დაიჭირეს, ერთმანეთს ესროლეს და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი! ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს - კრემლს და რუსეთს, ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები