Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - ივანიშვილის გუნდი ასეთ ტრიბუნებს მხოლოდ პროპაგანდისთვის იყენებს

პოლიტიკა
253
Frontnews image description

“ყაველაშვილის გაეროში ვიზიტი იქნება მიქსი კრემლის ნარატივების და არაფრის მომცემი ფრაზების – ივანიშვილის გუნდი ასეთ ტრიბუნებს მხოლოდ პროპაგანდისთვის იყენებს“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“გაეროში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ ფორუმებს, ასეთ საერთაშორისო ტრიბუნას ივანიშვილის ბანდის წევრები იყენებენ ან პროპაგანდისტული რუსული ნარატივების გასავრცელებლად და იყენებენ ხოლმე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი კრემლის ხელში, ან გვქონდა ხოლმე საქმე ძალიან შაბლონურ, არაფრის მომცემ ტექსტებთან, რომლის შინაარსსაც კი ვერ გაიგებდა თავად მსურველიც.

არ ვიცი ყაველაშვილის განცხადება რა მესიჯების შემცველი იქნება, ალბათ, იქნება მიქსი კრემლის იმპერიალისტური ნარატივების და შაბლონური არაფრის მომცემი ფრაზებით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ალბათ, კობახიძის წინა კრახის შემდეგ არც სურდა ალბათ წასვლა, ამიტომაც დაეკისრა ეს ფუნქცია ყაველაშვილი”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement