Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევენ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს იქნება უკანონო

პოლიტიკა
101
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევენ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს იქნება უკანონო

მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევენ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს იქნება უკანონო და ქართველი ხალხი, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე დადგინდება "ნაციონალური მოძრაობის" ისტორიული სიმართლე.

"სასამართლოში მიმდინარე პროცესმა ბოლო კვირებში მთელი ქართული საზოგადოების თვალწინ გააცამტვერა ივანიშვილის რუსული პროპაგანდა და კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის იურიდიული დივერსია ქართული სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ სწორედ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია ხდება იმიტომ, რომ წულუკიანის კომისიის დასკვნა ითვალისწინებს ყველა რუსული ნარატივის დაკანონებას უმაღლეს სასამართლო დონეზე საქართველოში, რომელიც რუსეთის აგრესიის გასასამართლებლად იყო გამოყენებული ბოლო 15-20 წლის მანძილზე და უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის არაღიარების პოლიტიკისთვის შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხე.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მოტივაცია არის პოლიტიკური რევანში, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი ნათლად ამბობს იმას, რომ ეს უნდა იყოს პრევენციული ზომა მყისიერი საფრთხის წინააღმდეგ და არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტიების გაუქმება. გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანი გახლავთ, წულუკიანის კომისიის დასკვნა არის აბსურდული, მიკერძოებული და მოწმეები, რომლებიც მოყვანილი არიან ამ კომისიაზე, არიან ოპოზიციაში მყოფი ადამიანები და დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან". დასკვნაში არსებული საქმეები ვერ უძლებს საღ კრიტიკასაც, ამიტომ, გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ეს პოლიტიკური მანიფესტი აღქმული იყოს, როგორც იურიდიული დოკუმენტი.

სასამართლო პროცესზე, რომელიც გაიმართება მომავალ კვირაში, კითხვა-პასუხით კიდევ უფრო გამოჩნდება ისტორიული სიცრუე, რომელიც არის "ოცნების" მხარეს და ისტორიული სიმართლე, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს. ჩვენ წავაწყდებით "ოცნების" სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომ რაღაცები გადაფარონ, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევენ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს იქნება უკანონო და ქართველი ხალხი, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები