Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - მივმართავთ ლევანს, მისი ბრძოლა ხალხთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით

პოლიტიკა
160
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - მივმართავთ ლევანს, მისი ბრძოლა ხალხთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით

მივმართავთ ლევანს, მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ყველა კორუმპირებული და დამნაშავე დაისჯება და ლევანი თავის თანამებრძოლებთან ერთად შეუდგება ამ ქვეყნის აღმშენებლობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი არის "ქართული ოცნების" პირადი ტყვე და უპრეცედენტო მიზეზით დაკავებული.

"ერთი წელი გავიდა ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებიდან. ის უპრეცედენტო ბრალით ზის საქართველოს ისტორიაში ციხეში. მას პოლიტიკურ განცხადებას ედავებიან და მოსამართლეს საკუთარ გადაწყვეტილებაში არც დაუმალავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაპირების გამო ჩასვეს ციხეში. რა არის მიზეზი, ამ უპრეცედენტო დევნის - თვით ივანიშვილის რეპრესიულ სისტემაშიც რომ არ ყოფილა, მსგავსი ფაქტი?  პირველი - ანტიკორუფციული მოღვაწეობა, ის, რომ ის არის ყველაზე ეფექტური მებრძოლი ივანიშვილის კორუმპირებული დანაშაულებრივი სქემების წინააღმდეგ. სწორედ რომ ხაბეიშვილმა ამხილა ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი სქემები, როგორ იყენებენ საქართველოს, როგორც სანქციებისგან გვერდის ავლის საშუალებას, ამხილა, აი, აქ მოკალათებული ვაჟბატონები იმაში, თუ მთავარ ქოლცენტრად როგორ იქცა სუსის შენობა და გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ამხელდა კონკრეტულად ოლიგარქებს, კონკრეტულად ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, იმ დანაშაულებებში, რასაც ისინი წლები ჩადიოდნენ და გამოჰქონდა გარეთ ის, რა სიბინძურეც ტრიალებდა ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, ამით კი ის ხელს უწყობდა ივანიშვილის რეჟიმის ნგრევას და მეორე - მან დაუბრუნა ქართველ ხალხს გამარჯვების რწმენა, პროტესტის, წინააღმდეგობის, ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრების, სწორედაც რომ ამ რევოლუციური რწმენის დაბრუნების და გაღვივების გამო, ივანიშვილის რეჟიმმა ის ჩასვა ციხეში, მაგრამ აქედან ჩვენ, მისი თანამებრძოლები და მეგობრები მივმართავთ ლევანს - მისი ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ყველა კორუმპირებული და დამნაშავე დაისჯება და ლევანი თავის თანამებრძოლებთან ერთად შეუდგება ამ ქვეყნის აღმშენებლობას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები