Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი აბრალებს ქართველ ჯარისკაცებს და სახელმწიფოს რაიმეს 2008 წლის აგვისტოს ომში

პოლიტიკა
119
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი აბრალებს ქართველ ჯარისკაცებს და სახელმწიფოს რაიმეს 2008 წლის აგვისტოს ომში

მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი აბრალებს ქართველ ჯარისკაცებს და სახელმწიფოს რაიმეს 2008 წლის აგვისტოს ომში, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ნორმალურად მოაზროვნემ იცის, ვინ დაიწყო ომი.

“მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი აბრალებს ქართველ ჯარისკაცებს და სახელმწიფოს რაიმეს 2008 წლის აგვისტოს ომში. რეზოლუციაში ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მარტივი მისახვედრია ის, რომ, როდესაც რუსეთის დელეგაცია პროტესტის ნიშნად დატოვებს დარბაზს, რომ რუსეთისთვის მიუღებელი რამ მოხდა. საბოლოოდ, ჩვენ ვიხილეთ ქართული დიპლომატიის ძალიან ეფექტური მუშაობა იმ წლებში, იმ პერიოდში რუსეთი აღიარებული იყო ოკუპანტად და სახელმწიფომ ყველა სასამართლო დავაში გაიმარჯვა. არანაირი დანაშაული არ დაბრალებია ქართულ მხარეს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები