Logo

ირაკლი ფავლენიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად იმ ადამიანებს ჩამოართმევს უძრავ ქონებას, რომელთაც აქვთ შესახებ ოკუპაციის კანონი დარღვეული

პოლიტიკა
195
Frontnews
ირაკლი ფავლენიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად იმ ადამიანებს ჩამოართმევს უძრავ ქონებას, რომელთაც აქვთ შესახებ ოკუპაციის კანონი დარღვეული

"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად იმ ადამიანებს ჩამოართმევს იმ უძრავ ქონებას, რომელთაც აქვთ საქართველოს შესახებ ოკუპაციის კანონი დარღვეული, მათ შორის მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთის ბარბაროსულ აგრესიაში და ამ ქონებას ჩვენ გადავცემთ დევნილებს, რომელთაც სათანადო ყურადღება არ აღმოჩენიათ ბოლო წლების მანძილზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დევნილებს აფხაზეთში დაბრუნებას და მანამდე არსებული ვითარების გამოსწორებას ჰპირდება.

"რუსეთის მოქალაქეებს აქვთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი ნაწილი მიტაცებული უძრავი ქონების ბათუმში და ისინი დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან სულ მალე. რაც შეეხება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხეს, ამ მიმართულებით, ჩვენ ვიცით, ივანიშვილის რეჟიმის უსაფრთხოების პოლიტიკა და კარგად გვესმის, რომ ამ უძრავი ქონებების მფლობელების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს პირდაპირ დამრღვევი ოკუპაციის კანონის, მათ შორის, შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ბარბაროსული აგრესიების მხარდაჭერაში.

"ნაციონალური მოძრაობა" აუცილებლად იმ ადამიანებს ჩამოართმევს უძრავ ქონებას, რომელთაც აქვთ საქართველოს შესახებ ოკუპაციის კანონი დარღვეული, მათ შორის მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთის ბარბაროსულ აგრესიაში და ამ ქონებას ჩვენ გადავცემთ დევნილებს, რომელთაც სათანადო ყურადღება არ აღმოჩენიათ ბოლო წლების მანძილზე.

ჩვენ დევნილებს ვპირდებით არა მარტო ამ უძრავ ქონებას, არამედ დაბრუნებას აფხაზეთში, თუმცა მანამდე ამ უსამართლობის გამოსწორებას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები